არაბული ლიგა, ირანი

ირანის რეგიონზე ინტერვენციის განხილვის მიზნით, შეიკრიბნენ არაბთა ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები

850693
არაბული ლიგა, ირანი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, არაბთა ლიგის ცენტრში, ირანის რეგიონზე ინტერვენციის განხილვის მიზნით,  საუდის არაბეთის მოწვევით, შეიკრიბნენ არაბთა ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.  ირანი დაადანაშაულეს რა ჰუსიტებისთვის რაკეტების მიწოდებაში, გამოთქვეს მოწოდება რეგიონზე მისი ჩარევის შესაჩერებლად განავითარონ საერთო მიდგომა.

არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ ებუმ გახსნით მოხსენებაში, დაიცვა იდეა, რომ ირანი, ჰუსიტებს აწვდის იარაღებს. აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან იემენში გამოყენებულ იქნა 332 ბალისტიკური რაკეტა, რომლის წყაროც ერთია. ეს არის ირანი. იგი, არაბულ ქვეყნებში მხარდაჭერას უჩენს რიგ საპოლიციო დაჯგუფებებს. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალიდ ბინ აჰმედ ალ ჰალიფემ კი, მოწოდებით მიმართა ლიბანს ჰიზბულლაჰის ქმედებების ჩათვლით აიღოს სრული პასუხისმგებლობა ერაყის, სირიის, იემენის და ბაჰრეინის მსგავსი მეზობელი სახელმწიფოების თავდასხმებზე. შემდეგ კი, დაამატა, რომ ირანი საშიშროებას უქმნის არაბეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, მას რეგიონში მრავალ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი ერთ-ერთი მათგანია ტერორისტული ორგანიზაცია ჰიზბულლაჰი.  

ირანის არაბულ სახელმწიფოებში ინტერვენცია გაიზარდა და საშიში სახე მიიღო. ალ ჰალიფემ აღნიშნა, რომ ირანის რეგიონის ქმედებებმა საშიში სახით მოიმატა და რეგიონში არსებული მისი ფრთების წარმოქმნილი საშიშროების წინააღმდეგ და რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში ვალდებულება ეკისრება  არაბულ ლიგას.



მსგავსი ინფორმაციები