აშშ-მ რუსეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

აშშ-მ რუსეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

849027
აშშ-მ რუსეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

აშშ-ს თავდაცვის უწყება, პენტაგონმა, რუსეთის შეთავაზება ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო ოპერაციაზე უარი განაცხადა. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი დეაშის წინააღმდეგ ბრძოლას,  მხოლოდ კოალიციაში შემავალი ძალებით გააგრძელებენ  და მესამე ქვეყნის ჩართვას არ ემხრობიან.  „კოალიცია, სირიასა და ერაყში სირიის რეჟიმის და რუსეთის მოთხოვნის მიხედვით ოპერაციებს არ განახორციელებს. მესამე პირები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობით საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას ჩავატარებთ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ ნათქვამია პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებაში.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  აშშ-ს მეთაურობით შექმნილ კოალიციას სირიაში, რუსული შენაერთების ჩართულობით,  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით დეაშის წინააღმდეგ  ერთობლივი ოპერაცია პირველად შესთავაზა.



მსგავსი ინფორმაციები