სამთავრობო დაძაბულობა ზიმბაბვეში

ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მეყუღლე დააკავეს

848246
სამთავრობო დაძაბულობა ზიმბაბვეში

ზიმბაბვეში გუშინ მომხდარი  სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მეუღლე პატიმრობაში არიან. არმიის ოფიციალური პირების მიერ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ 93 წლის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე და მისი მეუღლე დაპატიმრებული არიან რა, მათ ირგვლივ მყოფი დამნაშავეების დასაკავებლად ოპერაციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი უმაღლესი განათლების მინისტრი, ჯონათან მოიო,  ადგილობრივი ხელისუფლების და ეკონომიკის მინისტრები უკვე დაკავებულები არიან. მეორეს მხრივ თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა და რამდენიმე დღეში აქტიურ მუშაობას დაიწყებს. ზიმბაბვეს ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტმა, კრის მუცვანგვამ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია „უსისხლო სასჯელად“ შეაფასა. ზიმბაბვეში არმიამ გუშინ დედაქალაქში სახელმწიფო ტელევიზია, ZBC ხელში ჩაიგდეს და დილის საათებში განაცხადეს, რომ მათ სამხედრო გადატრიალება არ მოუხდენიათ. ქვეყანაში გასულ კვირას ვიცეპრეზიდენტ, მნანგაგვას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მთავრობასა და არმიას შორის დაძაბულობა შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები