გაეროს გაფრთხილება იემენს
გაერომ გაფრთხილება მისცა იემენს საწვავის მარაგის თვის ბოლომდე დასრულების შესახებ
გაერომ გაფრთხილება მისცა იემენს საწვავის მარაგის თვის ბოლომდე დასრულების შესახებ.
გაეროს, არაბულ ქვეყნებში მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სოციალური გაზიარების საიტის Twitter-ის ანგარიშის განცხადებით, იემენში საწვავის ნაკლებობა, გავლენას იქონიებს, ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხრიდან იემენში ქოლერის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის წარმართულ წყლის, საკანალიზაციო სისტემების დასუფთავების მუშაობაზე.
განცხადებაში აღინიშნა რომ ამ მდგომარეობას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს რეგიონზე, სადაც ქოლერის გავრცელების რისკი მაღალია და ცხოვრობს დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანი. საწვავის მარაგი საკმარისია მხოლოდ ამ თვის ბოლომდე, ასევე გამოიკვეთა, რომ თუ მოხდება საჰაერო, საზღვაო პორტების და სახმელეთო საზღვრების გადაკეტვა და ვერ მოხერხდება საჭირო ვაქცინების რეგიონისთვის მიწოდება, სულ ცოტა ერთ წლამდე ასაკის მილიონამდე იემენელი ბავშვი დაუპირისპირდება ბავშვის პოლიოს და წითელას ეპიდემიებს.
4 ნოემბერს, იემენიდან რიადში გატყორცნილი ბალისტიკური რაკეტის შემდეგ, საუდის არაბეთის წინამძღოლობით კოალიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით გადაიკეტა იემენის ყველა სასაზღვრო კარი და პორტები.