ტრამპი სიტყვით გამოვიდა სამხრეთ კორეის პარლამენტში

მან მკაცრად დაგმო ფხენიანის აგრესიული პოლიტიკა

843007
ტრამპი სიტყვით გამოვიდა სამხრეთ კორეის პარლამენტში

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს აზიურ ტურნეს და მის ფარგლებში სამხრეთ კორეას სტუმრობს რა, იგი სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის ეროვნულ პარლამენტში და მეტად უიმედო უწოდა ჩრდილოეთ კორეაში შექმნილ მდგომარეობას, ხოლო ამის პარალელურად მკაცრად დაგმო ფხენიანის აგრესიული პოლიტიკა.

“ეს მდგომარეობა იმდენად შემაშფოთებელია, რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები მზად არიან, დატოვონ ქვეყანა და მონებადაც კი წავიდნენ საზღვარგარეთ. მოკლედ კიმ ჟონგ უნმა ჯოჯოხეთად გადააქცია თავისი ქვეყანა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს არავინ", - განაცხადა აშშ-ს ლიდერმა და იქვე დაამატა, რომ ამ სასტიკი დიქტატორის ზეწოლის ქვეშ ხალხი შიმშილისგან იღუპება.

მისივე თქმით, ფხენიანი ბირთვული და ბალისტიკური ექსპერიმენტებისგან შეწუხებული თავისი ხალხის დაშოშმინებას უცხო ქვეყნებთან კონფლიქტის წარმოქმნით ცდილობს, ამიტომაც გააფრთხილა კიმის რეჟიმი, რომ ნუ ეცდებიან ამერიკის ნებისყოფის გამოცდას.

“უფრო წარმატებული სამხრეთ კორეა კიმის რეჟიმის ბრმა ფანტაზიას უფრო ღრმად გაშიფრავს და დასცემს მის ავტორიტეტს. ჩვენ კი რაც უფრო მეტ ლოდინის პოლიტიკას ვირჩევთ ფხენიანის მიმართ, საფრთხეც უფრო მეტად იზრდება და მის პარალელურად კი არჩევანი უფრო და უფრო  მცირდება", განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი ინფორმაციები