ანასტასიადისი საფრანგეთშია

იგი მაკრონმა მიიღო

842532
ანასტასიადისი საფრანგეთშია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მიიღო სამხრეთ კვიპროსის ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.

მაკრონმა მან თქვა, რომ საფრანგეთსა და  კვიპროსის ბერძნულ მხარეს შორის ურთიერთობა კარგია და მისი გაღრმავება-გაფართოების მიზნით ისინი ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას გაზრდიან.

მაკრონი, კვიპროსის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბერძნეთს, თურქეთს და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის და გარკვეული პროგრესიც არის მიღწეული.

მისივე თქმით საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

ანასტასიადისმა განაცხადა, რომ მათ ეკონომიკური, კულტურული და თავდაცვის საკითხები განიხილეს და ამ მხრივ აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.

ანასტასიადისმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში აუცილებლად რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს და ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს



მსგავსი ინფორმაციები