სამხრეთ კორეამ 18 ადამიანს სანქციები დაუწესა

სამხრეთ კორეამ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისათვის ფულადი ტრანსფერის უზრუნველყოფის მოტივით 18 ადამიანს სანქციები დაუწესა

841424
სამხრეთ კორეამ 18 ადამიანს სანქციები დაუწესა

სამხრეთ კორეამ, ჩრდილოეთ კორეის ხელისფლების ბირთვული და სარაკეტო პროგრამისათვის ფულადი ტრანსფერის უზრუნველყოფის მოტივით 18 ადამიანს სანქციები დაუწესა.

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ თანახმად, სეულმა, ჩინეთში, რუსეთსა და ლიბიაში მომუშავე უმაღლესი რანგის ჩრდილოეთ კორეელი ბანკირები შავ სიაში შეიყვანა.

სეული, ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული ცალმხრივი სანქციებით ფხენიანისათვის ბირთვული და სარაკეტო პროგრამისათვის ფულადი ტრანსფერის შეწყვეტას ისახავს მიზნად.

შავ სიაში შეყვანილი პირების სახელები სამხრეთ კორეის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

სამხრეთ კორის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილის განცხადებით, ზღვისიქითა ქვეყნებში დასაქმებული უფლებამოსილები ჩრდილოეთ კორეის ბანკებს წარმოადგენენ და ფხენიანის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის საჭირო ფულადი დახმარების უზრუნველყოფას ცდილობენ.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ, ფხენიანის მიერ სექტემბერში ჩატარებული მეექვსე და ყველაზე ძლიერი ბირთვული გამოცდის შემდეგ ჩრდილოეთ კორაში ნავთობის  იმპორტის შეწყვეტის სანქციების დაწესების გადაწყვტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები