მალაიზია წყალდიდობა და ქარიშხალი

პენანგის და ქედაჰის პროვინციებში წარმოქმნილი თავსხმა წვიმების და წყალდიდობის გამო, ევაკუირებულ იქნა 5.475 ადამიანი

841689
მალაიზია წყალდიდობა და ქარიშხალი

მალაიზიის ჩრდილო დასავლეთით, პენანგის და ქედაჰის პროვინციებში წარმოქმნილი თავსხმა წვიმების და წყალდიდობის გამო, ევაკუირებულ იქნა 5.475 ადამიანი.

სახელმწიფოს სამოქალაქო თავდაცვის უფროსის მოჰდ ზულ ქჰაირ შამსუდინის განცხადებით, ჯერ ისევ გრძელდება წვიმები და შესაძლო უფრო მეტი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, მზად უნდა იყვნენ. წყალდიდობის გამო, რეგიონში გადაიკეტა ზოგიერთი სატრანსპორტო გზები, დაზიანდა წყლის, ტელეფონის და ელექტრო გადამცემი ხაზები.

პენანგის პოლიციის უფროსის ანუარ ომარის, გუშინ გავრცელებული განცხადებით, წყალდიდობის და ქარიშხლის გამო, დაიღუპა 4 და ევაკუირებულ იქნა დაახლოებით 2.000-დე ადამიანი.  

გუშინ, მეტეოროლოგიის განცხადებით, თავსხმა წვიმა და ქარიშხალი გაგრძელდება კიდევ ერთხანს. რეგიონის ხალხისადმი გამოითქვა გაფრთხილება მზად იყვნენ.



მსგავსი ინფორმაციები