ლავროვი ტელეფონით დაუკავშირდა ტილერსონს

მათ სირიის საკითხი განიხილეს

840033
ლავროვი ტელეფონით დაუკავშირდა ტილერსონს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში იტყობინებიან, რომ  ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონს და ორი ქვეყნის დიპლომატებმა ძირითადი ყურადღება სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალების მცდელობას დაუთმეს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრების პოზიციები სირიის ტერიტორიის მთლიანობის პატივისცემისა და ტერორიზმის ლიკვიდირების საკითხებში ერთმანეთისას დაემთხვა.

“ლავროვმა და ტილერსონმა, გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 ნომრიან რეზოლუციაზე დაყრდნობით, სირიის ერთიანი ეროვნული დიალოგის განვითარების, პოლიტიკური გადაწყვეტისადმი მიმართული საერთაშორისო მხარდაჭერისა და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები