ტრამპმა გუშინდელი ტერაქტი შეაფასა

მან "Green Card"-ის პროგრამა გააკრიტიკა

839080
ტრამპმა გუშინდელი ტერაქტი შეაფასა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე, გუშინ, ნიუ-იორკში განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და თქვა, რომ ავტომანქანით ველოსიპედისტთა გზაზე შევარდნილ და 8 კაცის მკვლელ ტერორისტს ალბათ გუანტანამოს ციხეში გადააგზავნიან.

ნიუ ორკის პოლიციის განცხადებით, ტერაქტის განმხორციელებელი უზბეკი წარმოშობის საიფულლო საიპოვი 2010 წელს "Green Card"-ით შესულა ამერიკაში და ამიტომ მუდმივი ბინადრობის უფლება ჰქონია.

"დღეიდან მე ვიწყებ სხვადასხვა  საიმიგრაციო სავიზო რეჟიმის დასრულების პროცესს და მე ვთხოვ კონგრესს, რომ  ეს პროცესი ახლავე, დაუყონებლივ დაიწყოს და ბოლო მოუღოს ასეთ პროგრამას.

“მწვანე ბარათის“ პროგრამა ყურში ლამაზად ჟღერს, მაგრამ, ამერიკისათვის იგი არ არის კარგი", განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ამიერიდან იმიგრანტებს მხოლოდ უნარ-შესაძლებლობების მიხედვით მიიღებენ და აღარ დაუშვებენ   Green Card-ის მომპოვებელთან ერთად, ე.წ. საიმიგრაციო ჯაჭვის ფარგლებში მისი შორეული ნათესავების შემოსვლას, რისთვისაც უკვე მზად არის რამდენიმე სხვადასხვა პროექტი.

ტრამპის თქმითვე, “ცხოველ“ საიპოვთან ერთად ამერიკაში კიდევ 23 კაცი შევიდა და ახლა ყველა მათგანს აიყვანენ დაკითხვაზე

სოციალურ ქსელით გავრცელებულ მესიჯში ტრამპმა აღნიშნა, რომ საიპოვს სიკვდილის განაჩენი უნდა გამოეტანოს



მსგავსი ინფორმაციები