აფეთქება ავღანეთში

საწვავის ავზზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას  შეეწირა 8 ადამიანი

839270
აფეთქება ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მიმდებარე ადგილზე, საწვავის ავზზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას  შეეწირა 8 ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა ფარვანის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ზამან მამუზიმ და აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს დაიწვა გზად მიმავალი სამგზავრო ავტობუსი და ზოგიერთი მსუბუქი ავტომანქანა. დაშავდა 25 ადამიანი. მათგან ზოგიერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.  შიშობენ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდაზე.



მსგავსი ინფორმაციები