კონგოს რესპუბლიკა შიმშილის პირისპირაა

საფრთხის ქვეშ არის 600 ათასამდე ბავშვის სიცოცხლე

838044
კონგოს რესპუბლიკა შიმშილის პირისპირაა

გაეროს დაქვემდებარებული მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამის (WFP) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბეისლიმ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეფასება მისცა რა ამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კონკრეტულად კი კასის რაიონში  შექმნილი სიტუაცია, მას მეტად საშინელი და სასოწარკვეთილი უწოდა. მისი თქმით, თუ ახლავე არ მიიღებენ სასწრაფო ზომებს, მაშინ 6 თვის განმავლობაში  დაახლოებით 600 ათასამდე ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვლება. მანვე ამ პრობლემის მოგვარებისთვის 135 მილიონი დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარება მოითხოვა. WFP-ის წარმომადგენელმა სამხრეთ აფრიკაში ლოპო კასტრომამ კი განაცხადა, რომ კასის რეგიონში ადგილი აქვს შეიარაღებულ ფორმირებათა მასიურ ძალადობებს, რის გამოც აქ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები შეჩერებულია და შიმშილობაც ამან გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები