ტრამპის მრჩეველმა აღიარა

ტრამპის მრჩეველმა აღიარა

837495
ტრამპის მრჩეველმა აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯორჯ პაპადოპულოსმა  წინასაარჩევნოდ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ზოგიერთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების საკითხზე გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემა აღიარა. მან ამის შესახებ ფედერალურ ბიუროს წერილობითი განცხადებით აცნობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯორჯ პაპადოპულოსმა 2016 წლის მარტის თვეში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზოგიერთ რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რა, ამის შესახებ FBI-ს ცრუ ჩვენება მისცა. საკითხთან დაკავშირებით გამოძიების მწარმოებელმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა  განაცხადა, რომ ჯორჯ პაპადოპულოსმა FBI-სთან  ჩვენების დროს აღნიშნული კონტაქტების, ადგილის და შინაარსის შესახებ ცრუ ჩვენება მისცა. პაპადოპულოსი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მუშაობის დაწყებამდე, საერთაშორისო ენერგეტიკის ადვოკატად მუშაობდა. მეორეს მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ მისი საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს მის კამპანიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. პოლ მანაფორტს  აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება და ფინანსური დანაშაულები ედება ბრალად.



მსგავსი ინფორმაციები