აქტუალური თემის ანალიზი 44

დასავლური ცივილიზაციის დასასრული მოახლოვდა!?

835664
აქტუალური თემის ანალიზი 44

გასულ კვირას სტამბოლმა მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას,  ცივილიზაციათა საერთაშორისო საბჭოს შეკრებას უმასპინძლა. ამ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიიპ ერდოღანი და კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა დღევანდელი დასავლეთის კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობისადმი და კრიზებისადმი. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დასავლური სამყარო საკუთარი ღირებულებების მიმართ ისეთი კმაყოფილია, რომ ერდოღანის ამ გამოსვლას დასავლეთში რაიმე გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს დღეს ასეა, მაგრამ, მაგრამ მე ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი ხვალ ისაუბრებენ კიდეც და ხანგრძლივი დისკუსიებიც ექნებათ ერდოღანისეულ აზრებზე.

რაც შემეხება პირადად მე, ერდოღანის მხრიდან ცივილიზაციების კრიზისადმი მიმართულმა კრიტიკამ ჩემში დიდი სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. ერდოღანის გამოსვლის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: “ჩვენ ცივილიზაციის ბრძოლაში ვართ და ამჟამად ცივილიზაციის ასაშენებლად კი არა, არამედ ასაღორძინებლად ვიღწვით. ვინაიდან ცივილიზაციის ბუნებას რწმენა განსაზღვრავს, მაშინ ჩვენც უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ, როდესაც რწმენისა და სოციალური სოლიდარობის იგნორირება ხდება, მაშინ, ამას ჩვენ ცივილიზაციად ვერ ჩავთვლით. რაც შეეხება ჩვენს რწმენას, ისლამურ ცივილიზაციაში ადამიანი ყველაზე ღირსეულ არსებად ითვლება", განაცხადა ერდოღანმა

ადამიანის უფლებების დაცვა, რომლითაც 1950-იანი წლებიდან დაწყებული თავს იქებს დასავლეთი, დღეს საკმაოდ საშიშ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ერდოღანმაც რამდენიმე სიტყვა თქვა და ხაზი გაუსვა, რომ როცა საუბარი დასავლეთის ინტერესებზეა, მაშინ ისეთ საკაცობრიო ღირებულებებს, როგორებიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართალი და სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ რჩებათ

ახლა ამის მტკიცე მაგალითს მოგცემთ და მის შესახებ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. როცა ჩრდილოეთ ერაყის ქურთულმა რეგიონმა ერაყიდან გასვლის რეფერენდუმი მოაწყო, მთელმა დასავლეთმა ქურთებს მხარდაჭერა გამოუთქვა, ხოლო როცა კატალონიამ ესპანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდა, იგივე მთელი დასავლეთი კატალონიის წინააღმდეგ გამოვიდა. უფრო მეტიც, ესპანეთის პოლიციამ დაარბია საარჩევნო უბნები და ამაზე კრინტი არ დაუძრავს არც ერთ დასავლურ სახელმწიფოს, როცა იგივე ერაყში რომ მომხდარიყო, ერთ ვაი უშველებელს ატეხდნენ. მოკლედ, კატალონიის ფაქტი დასავლეთის ინტერსებში შედის და ამიტომ თვალები დახუჭეს ყველაფერზე და ყურიც წაუყრუეს

აქ ახლა ლოგიკური კითხვა შეიძლება დაისვას. რა მოუვიდა დასავლეთს? რა მოუვიდა მის სიამაყე ინტელექტუალს, რომელმაც დაამარცხა რომის დიქტატორებიც, მეფეებიც, მონარქებიც, დედოფლებიც, ფეოდალებიც და მთავრებიც?

აქედან გამომდინარე, თუნდ დასავლეთი იყოს, თუნდ აღმოსავლეთი, თუ მათი ინტელექტები დუმან და ხმას არ იღებენ უსამართლობებზე, მაშინ სამყაროს ბალანსი დარღვეულ-დამახინჯებულია.

განა სწორედ ამ დუმილის გამო არ არის, რომ 2001 წლიდან დასავლეთის არმიებმა ახლო აღმოსავლეთში 4 მილიონამდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, თანაც მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ, მაგრამ, არც დასავლელს ხმა არ ამოუღია და ალბათ ასეთი სავალალო და ტრაგიკული მდგომარეობა არ შეიქმნებოდა, დასავლელ ინტელექტუალებს ხმა რომ ამოეღოთ

სად არიან ჰიტლერის, მუსოლინის, სტალინის, ფრანკოს წინააღმდეგ ხმის ამმაღლებელი დასავლელი ინტელექტების შთამომავლები, რატომ არ იმაღლებენ ხმას უსამართლობების წინააღმდეგ? დღეს დასავლეთის ქვეყნებში, რამდენი ადამიანი წერს რაღაცას ფილოსოფიის საკითხებზე? ჟურნალური დონის სტატიებიც კი მხოლოდ  ორასი ან სამასი ადამიანის მხრიდან იკითხება. ეს არის ძალზედ მძიმე სიტუაცია. სინამდვილეში, ეს არის კაცობრიობის დაღმავლობის ბოლო წერტილი.

ასეთივე მსგავსი მდგომარეობაა აღმოსავლეთში და ეს გულგრილობა დაიწყო 1980 წლის აქეთ

დიახ, განუსჯელ საზოგადოებად გადაიქცა დასავლეთი, რომელიც აღმოსავლეთის მსგავსად დომინანტი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. სწორედ ამიტომ დასავლელი პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან გამოტანილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, დღეს აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება და ამ ტრაგედიას იგივე დასავლელები როგორც კინოფილმს ისე უყურებენ. თუმცა, ამ ბოლო წლებში დასავლეთელებმა დათესილი მოიმკეს და ბუმერანგივით დაუბრუნდათ რა ძალადობები, უკვე მათ დედაქალაქებშიც ისმის აფეთქებების და ტერაქტების ხმები. ასე რომ, აღარც დასავლეთი დარჩა უსაფრთხო ადგილად და მმართველებიც დუმან და ინტელექტუალებიც რა, არ იციან, თუ როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან  

ერთადერთი ლიდერი, ვინც ყველანაირ პლატფორმაზე ხმას იმაღლებს უსამართლობის, დესპოტიზმის, უკანონობის და ძალადობების წინააღმდეგ, ხოლო ამის პარალელურად ცივილიზაციების დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობს, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანია.

ახლა, როცა სირიაში და ერაყში ბოლო ეღება DAEŞ-ის ძლიერებას და მარცხს მარცხზე განიცდიან, მათი წევრი დასავლეთის მოქალაქე მილიტანებს ერთადერთი გზა, თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებაღა რჩებათ და ახლო აღმოსავლეთიდან გაქცეული დასავლელი ტერორისტები ახლა თავიანთ ქვეყნებს შეუქმნიან პრობლემებს. ასე რომ, დასავლელი ლიდერების პოპულისტური განცხადებებით პროვოცირებულ და განებივრებულ ადგილობრივ რასისტებს და ნაცისტებს შეტაკებები მოუვათ ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებულ ამ ტერორისტებთან და დასავლელი ლიდერები როგორ შეეწინააღმდეგებიან ამ შეტაკებებს, უახლოეს წლებში ამის მოწმენი ყველანი ვიქნებით, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი



მსგავსი ინფორმაციები