კენედის მკვლელობის დოკუმენტები გასაჯაროებულ იქნა

იგი ხელმისაწვდომი გახდა ეროვნული არქივის ინტერნეტ გვერდის მეშვეობით

835219
კენედის მკვლელობის დოკუმენტები გასაჯაროებულ იქნა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით 2891 კონფიდენციალური დოკუმენტი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამტკიცებით გამოქვეყნდა და იგი ეროვნული არქივის ინტერნეტ გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის.

CIA-ს კუთვნილი მილიონობით დანომრილი დოკუმენტები შეიცავენ დაკითხვის და ჩვენების ოქმებს, მოწმეთა ჩვენებებს, კორესპონდენციებს, სტატიებს, ანგარიშებს, განცხადებებს და ა.შ.

ამ დოკუმენტების საჯარო გამოქვეყნებას 1992 წელს 25 წლიანი ვეტო დაედო და მისი ვადა გუშინ ამოიწურა რა, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა მისი ერთი ნაწილის გამოქვეყნების ნებართვას მოაწერა ხელი, თუმცა ამ დოკუმენტების ერთი ნაწილი, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე არასოდეს გამოქვეყნდება.

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, 1963 წლის 22 ნოემბერს, პარასკევს, დალასში იქნა მოკლული და მის ამ  მკვლელობას დღემდე ვერ აეხადა საიდუმლოების ფარდა



მსგავსი ინფორმაციები