კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა

რაჟოის თქმით კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენენ

835830
კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა

კატალონიის ავტონომიური მმართველობის პარლამენტმა ესპანეთიდან ცალმხრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პარლამენტი ასევე დათანხმდა ესპანეთის დატოვებისთვის აუცილებელი პროცედურის დაწყებას.

დამოუკიდებლობის კენჭისყრა დახურულად ჩატარდა და კატალონიელმა პარლამენტარებმა თანხმობა მისცეს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე სახალხო პარტიის, სოციალისტური პარტიის და  Ciudadanos-ის პარტიის წვერებმა კი პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობა დასტოვეს.

ასე რომ, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებლობის მომხრე 'Junts pel Si-ს, CUP-ის და Podemos-ის პარტიას დაქვემდებარებულმა “Catalunya Si Que Es Pot“-ის დეპუტატებმა.

ამის საპასუხოდ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ განაცხადა, რომ "კატალონიის კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენენ", ხოლო ესპანეთის სენატი კი განიხილავს კატალონიისათვის ავტონომიის გაუქმებას.

ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გავრცელებულა ევროკავშირიდან. პრემიერ-მინისტრმა რაჟოიმ სენატს სთხოვა, რომ დაიწყოს კატალანთა ლიდერის, პუიგდემონტის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა.

მისივე აზრით "ესპანეთი ამჟამად თავის ისტორიაში ყველაზე უდიდესი საფრთხის წინაშე დგას".



მსგავსი ინფორმაციები