აშშ-ის მოწოდება მიანმარს

ტილერსონმა მოწოდებით მიმართა მიანმარის არმიის მეთაურს აუნგ ჰლეინგს, შეწყვიტოს ძალადობა არაკანელებზე

835504
აშშ-ის მოწოდება მიანმარს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოწოდებით მიმართა მიანმარის არმიის მეთაურს აუნგ ჰლეინგს, შეწყვიტოს ძალადობა არაკანელებზე.  

სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეატრ ნაუერტმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტილლერსონმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰლეინგთან. ყურადღება გაამახვილა მიანმარში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისზე, მოწოდებით მიმართა მიანმარის უსაფრთხოების ძალებს მხარი დაუჭირონ მთავრობას. არაკანის რეგიონში ძალადობის შეწყვეტისთვის შექმნან საჭირო შესაძლებლობები.  გაატარონ  ყველანაირი ღონისძიებები სახლებში დაბრუნდნენ არაკანელების ჩათვლით ყველანი, ვინც იძულებულნი გახდნენ მიატოვონ სახლ-კარი. მოითხოვა ადამინებისთვის საარსებო პირობების შექმნა, დახმარების მიწოდება. აღნიშნა, რომ ნებართვა უნდა მიეცეს რეგიონში პრესის წარმომადგენლების შესვლას, გაეროსთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობების გამოკვლევას.



მსგავსი ინფორმაციები