ტერორისტები 11 სექტემბრის მსგავს დიდ ტერაქტს ამზადებენ

ამის შესახებ ვაშინგტონმა და ლონდონმა განაცხადეს

830530
ტერორისტები 11 სექტემბრის მსგავს დიდ ტერაქტს ამზადებენ

 

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, ელენ დიუკმა განაცხადა, რომ DEAŞ-ი და სხვა ტერ ორგანიზაციები ისეთ თავდასხმას გეგმავენ, რომელიც თავისი მასშტაბებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსგავსი იქნება.

ეს განცხადება დიუკმა ლონდონში, აშშ-ს საელჩოში სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ ტერორისტები სამოქალაქოებში დიდ მსხვერპლის გამოწვევის მიზნით, სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებასაც კი გეგმავენ.  

დიუკმა ასევე აღინიშნა, რომ დეაში გარდამავალი პერიოდშია, იგი დიდი თავდასხმისათვის ემზადება და ამ ინფორმაციას კარგა ხანია რაც ქვეყნის დაზვერვა ფლობს.

მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინ, ინგლისის კონტრდაზვერვის უფროსმა ანდრეი პარკერმაც გაავრცელა და თქვა, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმის ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას

 



მსგავსი ინფორმაციები