აქტუალური თემის ანალიზი 42

კაცობრიობა თვითმკვლელობისკენ მიემართება

826591
აქტუალური თემის ანალიზი 42

                                           

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 11% არასაკმარისად იკვებებოდა და შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ასე რომ დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. უახლოეს თვეებში 2017 წლის მონაცემები გამოქვეყნდება და იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება.

გაეროს ანგარიშების თანახმად, მსოფლიოს ყოველი მეხუთე კაცი იმ ქვეყნებში ცხოვრობს,  რომლებიც კარგად არ იმართებიან და  ნებისმიერ დროს შეიძლება მათში  კრიზისის დაწყება

კლიმატური პირობების ცვლილების გამო, ახალი ბუნებრივი კატასტროფები და ახალი გვალვები გველოდებიან, რაც მოშიმშილეთა რაოდენობას მომავალში კიდევ უფრო გაზრდის

აი ასეთი შემზარავი სურათის შემდეგ, მოდით ახლა სხვა სურათს გადავხედოთ, სადაც მილიარდობით ოდენობის დოლარები ჰაერში იფანტება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საუდის არაბეთსა და კატარის შორის კრიზისი მოხდა. არაბთა გაერთიანებული საემირო, რომელიც ცდილობს რეგიონის ქვეყნებში ყველა სახის მავნე აქტების გავრცელებას, ამ კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მსახიობად იქცა. კრიზისიდან 10 დღის შემდეგ, საუდის არაბეთმა აშშ-თან ხელი მოაწერა ახალ სამხედრო პაკეტს, რომლის მოცულობა დაახლოებით 110 მილიარდი დოლარია

ამ ფაქტიდან არ გასულა დიდი დო, რომ ახლა კატარმა იმავე აშშ-თან 11 მილიარდიანი იარაღის შეძენის გარიგება დადო. ამ კრიზისში მონაწილე ყურის სხვა ქვეყნებმაც მთლიანობაში დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღები შეიძინეს. აი ასე დაცხრა არაბული ქვეყნების კრიზისი და თითქოს მათ შორის არაფერიც არ მომხდარიყოს, ყველა თავისი საქმით არის გატაცებული

ის ის იყო მსოფლიომ ამოისუნთქა ამ კრიზისგან, რომ ახლა ჩრდილოეთ კორეასთან დაიწყო ბირთვული შეუთანხმებლობა და ფხენიანმა და ვაშინგტონმა ერთმანეთს მკაცრი მუქარებიც შეუთვალეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ უნი კი არავის ეპუება და აგრძელებს რა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, არავინ უწყის თუ ხვალ რას გააკეთებს იგი. ყოველ შემთხვევაში იგი მარტო რეგიონის ქვეყნებს კი არა, მთელს მსოფლიოს უქმნის საშიშროებას

ფხენიანის მუქარისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნები კი იძულებულნი არიან თავდაცვის მიზნით ახალი სისტემები განალაგონ, რისთვისაც 10 მილიარდობით მოცულობის ახალ ახალი კონტრაქტები იდება. აქ ზოგჯერ კომიკური მდგომარეობებიც იქმნება. ასე მაგალითად, იაპონელებმა აშშ-გან ე.წ. THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა იყიდა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ეს სისტემა არა თუ ფხენიანის რაკეტებს იჭერს, არამედ რადარებიც კი ვერ აფიქსირებენ. ამის გამო ახლა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ალაპარაკდნენ. ასე რომ, აზიის და წყნარი ოკეანიის ამ კრიზისმაც ასევე  ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო იარაღის ყიდვა გამოიწვია. როგორც ცნობილია ამ რეგიონში 300 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს და ვაშინგტონი იძულებულია მათი თავდაცვის მიზნით ახალი შეიარაღება დაიწყოს და გააძლიეროს სამხედრო ბაზებიც

აშშ-ს 9 საბრძოლო სარდლობიდან ერთ-ერთი წყნარი ოკეანის სარდლობა, PACOM-ია, რომლის ცენტრალური ბაზა ჰავაიზე მდებარეობს. ეს ბაზა PENTAGON-ის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ხარჯავს. ამ ბაზის ყველაზე უმნიშვნელოვანესი თვისება ის არის, რომ იგი არის ყველაზე ძლიერად აღჭურვილი სამხედრო ნაწილი.

PACOM-ს 200 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო გემთან ერთად 1000 სამხედრო თვითმფრინავი და 375 ათასი ჯარისკაცი გააჩნია. მისი გამალებული შეიარაღება ჯერ კიდევ ობამამ დაიწყო და ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონები უახლოესი სამხედრო ტექნოლოგიების და საბრძოლო მასალების დეპო გახადა. ამის საპასუხოდ პეკინი ჭკვიანურად მოიქცა, არ აჰყვა ვაშინგტონს და სამხედრო ხარჯების გაზრდის ნაცვლად ეკონომიკური კონკურენცია გააგრძელა და ე.წ. აბრეშუმის გზის ცხოვრებაში გატარება დაიწყო

მოკლედ, აშშ-მ 75 ათას ჯარისკაცთან ერთად F-35 და F-22 ტიპის ახალი თაობის გამანადგურებლები, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები და კიდევ ბირთვული წყალქვეშა გემები განალაგა სამხრეთ კორეაში და იაპონიაში. ამის კვალდაკვალ აზიასა და წყნარ ოკეანეში მდებარე ათობით სახელმწიფომ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი შეისყიდეს ამერიკისგან და რუსეთისგან

სამხედრო სფეროში დახარჯულ ტრილიონებს ახლა კომფორტულად ცხოვრების ხარჯებიც დაამატეთ, რომელიც 1,1 ტრილიონს აღემატება.

ამის პარალელურად ყოველწლიურად, მსოფლიოში ყოველწლიურად იმდენი საკვები პროდუქტი იწარმოება, რაც თავისუფლად გამოკვებავს მთელი დედამიწის  მოსახლეობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საკვებიდან უმრავლესობა ან გაფუჭდა,  ანდა უყაირათოდ იქნა გამოყენებული რა, ნაგავში გადაყარეს, ე.ი. მრავალი მიზეზების შედეგად 1,3 მილიარდი ტონა კვების პროდუქტი ფუჭდება. მარტო აშშ-ში ყოველწლიურად ნაგავში იყრება 222 მილიონი ტონა პროდუქტი, რაც აფრიკის მთლიანი მოსახლეობას დააკმაყოფილებს

ამ ყველაფერს დაამატეთ  კოსმეტიკაზე გადახდილი ათობით მილიარდი დოლარი, რომელიც თავის მხრივ ბუნების  და ოზონის ფენის დაზიანებას იწვევს. ასე რომ, ადამიანი განზრახ თუ მისდა უნებლიედ თვითმკვლელობისკენ მიემართება, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 

 



მსგავსი ინფორმაციები