ტრამპის მუქარა მედიასაშუალებებს

ტრამპის მუქარა მედიასაშუალებებს

825849
ტრამპის მუქარა მედიასაშუალებებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ ცრუ ინფორმაციის  გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი  გაღიზიანება  ტელეარხ NBC-ის რეპორტაჟმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თითქოს და ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა,  აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება მოითხოვა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მედიასაშუალებების ყველაფრის დაწერა „ამაზრზენი“-ა.

მისივე თქმით საკაბელო მაუწყებლობები, რომლებიც საინფორმაციო ბიულეტენებს გადასცემენ, მათ ეს უფლებები უნდა ჩამოერთვას. ტელეარხ NBC-მ გასულ კვირას ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და  საგარეო საქმეთა მინისტრმა,  რექს ტილერსონმა ტრამპს „ჭკუასუსტი“ უწოდა. თეთრ სახლმა კი ეს ინფორმაცია უარჰყო.



მსგავსი ინფორმაციები