ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი საქველმოქმედო მარათონის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა

ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი, სელიმ შაქირი, საქველმოქმედო მარათონის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა

823701
ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი საქველმოქმედო მარათონის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა

ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი, სელიმ შაქირი, საქველმოქმედო მარათონის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

56 წლის მინისტრი 500 მეტრის გარბენის შემდეგ ცუდად გახდა და სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პრემიერმა იუსუფ შაჰიდმა შაჰიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან ძმა და კოლეგა კეთილშობილური საქველმოქმედო ღონისძიების დროს დაკარგა.

მარათონი კვირას, ბავშვებისათვის ასაგები ონკოლოგიური საავადმყოფოსათვის დახმარების გაწევის მიზნით ჩრდილოეთ მდებარე სანაპირო ქალაქ ნებილში გაიმართა.  



მსგავსი ინფორმაციები