კატალონია დამოუკიდებლობა

უკან არ გადადგამენ ნაბიჯს ცალმხრივი დამოუკიდებლობისგან

822813
კატალონია დამოუკიდებლობა

ესპანეთის აღმოსავლეთის, კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების ლიდერმა კარლეს პუიგდემონტმა, სახელმწიფოს ტელე-არხ TV3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ უკან არ გადადგამენ ნაბიჯს ცალმხრივი დამოუკიდებლობისგან.

ასევე დაამატა, რომ ისინი მას ცალმხრივ დამოუკიდებლობას კი არა, დამოუკიდებლობას უწოდებენ. ეს არის მათ კანონში და გააკეთებენ იმას, რაც კანონში წერია.

პუიგდემონტი, შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გაუქმებულ კენჭისყრის კანონში ნაჩვენებ წინადადებას, სადაც ნათქვამია:-„იმ შემთხვევაში თუ, კენჭისყრას მხარს დაუჭერს ხალხი, ოფიციალური შედეგის გავრცელებიდან 48 საათის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოცხადდება“- და თქვა, რომ ცხოვრებაში გაატარებენ ამ მუხლს.   

პუიგდემონტს, დეტალურად, არაფერი უთქვია 10 ოქტომბრის, სამშაბათის ადგილობრივი პარლამენტის გენერალური საბჭოს სხდომაზე, ჩატარდება თუ არა  დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა. კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ (ANC) კი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, წამოაყენა წინადადება, რომ სამშაბათს, გამოცხადდება დამოუკიდებლობა.  

ეროვნული ასამბლეის თავჯდომარის ჟორდი სანჩეზის განცხადებით, 1 ოქტომბერს ჩაატარეს რეფერენდუმი და გაიმარჯვეს. შედეგი კონკრეტულია, 10 ოქტომბერს, სამშაბათს გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას.

ესპანეთის პრემიერმა მარიანო რაჟოიმ კი, გაზეთ „El Pais“-თვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეფერხებას შეუქმნიან დამოუკიდებლობას, ესპანეთი არ გაიყოფა და ეროვნული ერთობა კვლავ გაგრძელდება. მათ კარგად იციან რის გაკეთებაა საჭირო. აშკარად აცხადებს, რომ არ იქნება დამოუკიდებლობა. სანამ სრულიად არ იქნება ამოღებული პოლიტიკის ატმოსფეროდან დეკლარაციის საფრთხე, მთავრობა გააგრძელებს გადაწყვეტილებების მიღებას.



მსგავსი ინფორმაციები