არაკანელი მუსლიმების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 10 ბავშვი დაიღუპა
თავდასხმებს გაქცეული არაკანელი მუსლიმების ნავი, რომლითაც ბანგლადეშში გადასვლას ცდილობდნენ ჩაიძირა და 12 ადამიანი
მიანმარის არმიისა და ფანატი ბუდისტების თავდასხმებს გაქცეული არაკანელი მუსლიმების ნავი, რომლითაც ბანგლადეშში გადასვლას ცდილობდნენ ჩაიძირა და 12 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადების მიხედვით, მიანმარ-ბანგლადეშის საზღვარზე მდებარე მდინარე ნაფზე გადასვლის დროს არაკანელი მუსლიმების ნავი ღამის საათებში მდინარის ბანგლადეშის მხარზე მდებარე შაჰ პორირ დვიპის ახლოს გადაბრუნდა.
სამძებრო სამუშაოების შედეგად 12 არაკანელი მუსლიმის ცხედარს მიაგნეს, მათ შორის 10 ბავშვია. სამაშველო სამუშაოების შედეგად 13 ადამიანი გადაარჩინეს.
დაკარგული 25 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
მდინარე ნაფზე ბანგლადეშში გაქცევის მცდელობის დროს არაკანელი მუსლიმების ნავები ცუდი კლიმატური პირობების ან ნავის გადავსების გამო ხშირად ბრუნდება.
მიანმარის არმია შეიარაღებულ მილიტანებთან ბრძოლის მიზეზით არაკანში სამოქალაქოებზე თავდასხმებს ახორციელებს, რის შედეგადაც დღემდე ათასობით მუსლიმი დაიღუპა. იმის გამო, რომ რეგიონში შესვლა და გასვლა აკრძალულია, დაღუპული სამოქალაქოების ზუსტი რიცხვი ვერ დგინდება.
ბოლო თავდასხმების შედეგად 200-ზე მეტი სოფელი არმიისა და ფანატიკოსი ბუდისტების მიერ განადგურდა.
მიანმარში 1970-იანი წლებიდან დღემდე სისტემატიური თავდასხმებისა და ეთნიკური წმენდის ქვეშ მყოფი დაახლოებით 2 მილიონი არაკანელი მუსლიმების 85%-მა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.
მსგავსი ინფორმაციები
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“