ტერაქტი ბელუჯისტანის პროვინციაში

მომხდარი თურქეთმა უკვე დაგმო

821319
ტერაქტი ბელუჯისტანის პროვინციაში

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ერთ-ერთ სამლოცველოში  თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ის სამლოცველოში შესვლას აპირებდა და პოლიციამ გააჩერა. ამ ფაქტს თურქეთიც გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. საგარეო  საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა რომელშიც წერია: „პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში სამლოცველოში განხორციელებული ტერაქტს მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახების მწუხარებას ვიზიარებთ და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.



მსგავსი ინფორმაციები