საფრანგეთი, ტერ-აქტის პასუხისმგებლობა დეაშმა აიღო

ორი ადამიანის სიკვდილით დასრულებული ინციდენტის პასუხისმგებლობა თავის-თავზე აიღო ტერ-ორგანიზაცია დეაშმა.

818158
საფრანგეთი, ტერ-აქტის პასუხისმგებლობა დეაშმა აიღო

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, გუშინ, მთავარ რკინიგზის სადგურში მომხდარი დანით დაჭრის ინციდენტის პასუხისმგებლობა, რომელიც ორი ადამიანის სიკვდილით დასრულდა, თავის-თავზე აიღო ტერ-ორგანიზაცია დეაშმა.

ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე მარსელის სენტ-ჩარლის სადგურში, ერთი პიროვნება, დანით დაესხა თავს ადამიანებს. დაიღუპა ორი ქალი. გავრცელებული განცხადებით, იარაღით იქნა მოკლული თავდამსხმელიც. საფრანგეთის  შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარდ კოლამბომ კი, გამოთქვა ვარაუდი ინციდენტის ტერ-აქტობის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები