პენტაგონის შეფი კატარს ეწვია

მას კატარის ემირი და თავდაცვის მინისტრი დახვდნენ

816819
პენტაგონის შეფი კატარს ეწვია

კატარის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო QNA იუწყება, რომ პენტაგონის შეფმა ჯეიმს მატისმა სიურპრიზული ვიზიტი განახორციელა კატარში, რომელსაც უბეიდის სამხედრო ბაზაზე პირისპირი შეხვედრა მოუწყვეს ამ ქვეყნის ემირმა თემიმ ბინ ჰამად ელ სანიმ და მისმა კატარელმა კოლეგამ ჰალიდ ელ ატტიამ რა, განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სტრატეგიული, სამხედრო და თავდაცვის სფეროებში არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაუმჯობესების გზები. გარდა ამისა მხარეებმა ასევე რეგიონალური და საერთაშორისო პრობლემებიც განიხილეს რა, მის ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებსაც დაუთმეს ყურადღება. აშშ-ს დიდი სამხედრო ბაზა გააჩნია დოჰას აღმოსავლეთში მდებარე უბეიდიში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ამერიკის ცენტრალური საჰაერო ძალების სარდალი (AFCENT), გენერალ-ლეიტენანტი ჯეფრი ჰარიგგიანი და სხვა  მაღალი რანგის ოფიცრები სტუმრობდნენ.



მსგავსი ინფორმაციები