იემენში ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს

დაიღუპა 2100 ადამიანი

816637
იემენში ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს

საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია Oxfam-მა ინტერნეტით წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ 27 აპრილის აქეთ იემენში 2100 ადამიანი გარდაიცვალა ქოლერისგან, 755 ათასს კი საეჭვო შემთხვევები დაუფიქსირდა და ეს არის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე უდიდესი ეპიდემია. ამავე განცხადებით, თუ საჭირო ზომებს არ მიიღებენ, საეჭვო შემთხვევების რაოდენობა ნოემბრამდის შეიძლება 1 მილიონამდეც კი გაიზარდოს. იემენში ქოლერის ეპიდემია წარმოშვა ქვეყანაში მიმდინარე მრავალწლიანმა სამოქალაქო ომმა. იემენში ქოლერის გავრცელება და მისგან 2 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვის ფაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც დაადასტურა



მსგავსი ინფორმაციები