ემანუელ მაკრონმა ევროკავშირი გააკრიტიკა

ემანუელ მაკრონმა ევროკავშირი გააკრიტიკა

815161
ემანუელ მაკრონმა ევროკავშირი გააკრიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დედაქალაქ, პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეისათვის ევროკავშირი ძალიან სუსტი და უუნაროა. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად მოსახლეობის მხარდაჭერა და რესტრუქტურიზაცია სჭირდება. მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროზონამ ჩინეთს და ამერიკას ეკონომიკას უნდა გაუსწროს, რაც შემდეგ მაშინ როდესაც ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია, ეს რიცხვიც დაიკლებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ  ევროკავშირის განახლებისა და გაძლიერების მიზნით, აუცილებელია საერთო თავდაცვის ბიუჯეტის შექმნა, ასევე სადაზვერვო სამსახურებს შორის საერთო ბაზის არსებობა. მაკრონმა ასევე თავდაცვის სფეროში, ემიგრაციის საკითხებსა და სოციალურ პოლიტიკაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კავშირის გაღრმავებასა და ევროზონის ქვეყნებისთვის საერთო ბიუჯეტის შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები