გერმანიის ფედერალურ პარლამენტში 14 თურქი წარმოშობის კანდიდატიც შევიდა
გუშინდელ არჩევნებში კანდიდატობა ჰქონდა წარდგენილი სულ 92 თურქს
813482

გერმანიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური მონაცემებით, ფედერალურ პარლამენტში დეპუტატობის სავარძლის მოპოვება შესძლო 14-მა თურქი წარმოშობის კანდიდატმა.
აქედან ექვსი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ხუთი მწვანეებიდან და სამი კი მემარცხენე პარტიიდან.
წინა არჩევნებში გერმანიის ფედერალურ პარლამენტში 11 თურქი იყო არჩეული და მათი რაოდენობა ახლა 14 გახდა. გუშინდელ არჩევნებში კანდიდატობა ჰქონდა წარდგენილი 92 თურქს