გაეროს უს-ც ეწინააღმდეგება ერაყელი ქურთების რეფერენდუმს

“იგი რეგიონში დესტაბილიზაციის ახალ კერას წარმოქმნის“

811835
გაეროს უს-ც ეწინააღმდეგება ერაყელი ქურთების რეფერენდუმს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ წუხელ მიღებულ რეზოლუციაში გააფრთხილა ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ხელისუფლება-IKBY, რომ მათმა დაჟინებამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე, შეიძლება ახალი არასტაბილურობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში.

“გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები შეშფოთებულნი არიან IKBY-ის ცალმხრივი რეფერენდუმის გეგმებით, რომელსაც აქვს რეგიონის დესტაბილიზაციის პოტენციალი. DEAŞ- თან ბრძოლის გაცხარებულ პერიოდში იგი ეჭვქვეშ აყენებს და ჩრდილს აყენებს 3 მილიონი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთ კერებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კვლავაც პატივს ვცემთ ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ერთიანობას რა, ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასა და IKB- ს მოვუწოდებთ, მათ შორის არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და მოლაპარაკებების გზით“, ხაზგასმულია გაეროს უს რეზოლუციაში



მსგავსი ინფორმაციები