ირანთან მიღწეულ შეთანხმებას კორექტირება არ სჭირდება

ირანთან მიღწეულ შეთანხმებას კორექტირება არ სჭირდება

811196
ირანთან მიღწეულ შეთანხმებას კორექტირება არ სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ირანთან 2015 წელს ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის. მან ამის შესახებ ნიუ იორკში, ირანსა და P5+1 (აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია) ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.  მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გააჩნია. „აშშ, ირანის მიმართ პოლიტიკას ხელმეორედ განიხილავს, მაგრამ ეს არ შეიძლება ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოხდეს. ირანთან მიღწეულ შეთანხმებამ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოიტანა. ამჟამად ბირთვული საშიშროება მსოფლიოს სულ სხვა კუთხიდან გვემუქრება და ამ შემთხვევაში ირანთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება დაუშვებელია,“ განაცხადა მოგერინიმ. მეორეს მხრივ,  ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, ნიუ იორკში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც შეაფასა და შეშფოთება გამოთქვა. ლავროვი დღეს, ნიუ იორკში, ირანის და P5+1  ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები