ჩრ. კორეისგან ტრამპის ძაღლისთვის მიმსგავსება

რი იონგ-ჰომ, ტრამპის სიტყვები-„თუ საჭირო გახდება გავანადგურებთ ჩრ. კორეას“ „ძაღლის ყეფას“ მიამსგავსა

811605
ჩრ. კორეისგან ტრამპის ძაღლისთვის მიმსგავსება

ჩრ. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ-ჰომ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, გაეროს გენერალურ ასამბლეის მოხსენებაზე გამოთქმული სიტყვები-„თუ საჭირო გახდება გავანადგურებთ ჩრ. კორეას“ „ძაღლის ყეფას“ დაამსგავსა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა ჩრ. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ-ჰომ ჟურნალისტებთან განცხადებაში თქვა“-არსებობს ასეთი გამოთქმა:- „რომც იყეფონ ძაღლებმა, ცერემონია მაინც გაგრძელდება“. თუ ტრამპი, ძაღლის ყეფის ხმით ცდილობს ჩვენს გაოცებას, ეს ნიშნავს, რომ აშკარა ოცნებაშია“.

ჩრ. კორეა გაეროს სანქციების მიუხედავად, განაგრძობს ბირთვული ბომბის და რაკეტების ტესტირებას.

გაეროს სხდომაზე ტრამპი შეეხო ბირთვულ ცდებს და ჩრ. კორეის ლიდერი რაკეტის კაცს დაამსგავსა, რომელსაც კამიკაძის მისია აკისრია და აღნიშნა, რომ აშშ-ს დიდი ძალა და მოთმინება აქვს, მაგრამ თუ საჭირო გახდება თავიანთი თავის და მოკავშირეების დაცვა, ჩრ. კორეის განადგურების გარდა სხვა არჩევანი არ ექნება. აშშ-ი მზად არის ამისთვის, აქვს სურვილი და ამის შესაძლებლობა, მაგრამ იმედოვნებს, რომ არ დასჭირდება ეს.

რი იონგ ჰომ გაიხსენა „რაკეტის კაცის“ დამსგავსება და დაამატა:-„მეცოდება ტრამპის მოკავშირეები“.

მოსალოდნელია ხვალ, რი იონგის მოხსენებით გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.



მსგავსი ინფორმაციები