აშშ-ირანს შორის დაძაბულობა ახლიდან იწყება

ტრამპს არ მოსწონს ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება

811098
აშშ-ირანს შორის დაძაბულობა ახლიდან იწყება

ნიუ ორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა შესდგა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პალესტინის სახელმწიფო ლიდერ მაჰმუდ აბასის შორის, რომლის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ტრამპმა და თქვა, რომ 2015 წელს დასავლეთსა და ირანს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების მიმართ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამ გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ არაფერი უთქვია.

აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის გაეროში, ნიკი ჰეილის განცხადებით კი, რომელიც მან გაავრცელა  CBS News-სათვის, ტრამპის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, თითქოს და ამერიკას სურდეს ამ შეთანხმებიდან გამოსვლა, უბრალოდ, ვაშინგტონს ამ შეთანხმების შინაარსი არ აკმაყოფილებს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ტრამპმა ირანის ბირთვულ გარიგებას "მეტად სამარცხვინო" უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა  Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების ტექსტში აუცილებელია ცვლილებების შეტანა, რადგან, იგი თეირანისათვის მკაცრ პირობებს არ შეიცავს და ვერ შეაკავებინებს მას ბირთვული იარაღის დამზადებას, ამიტომაც ამ საკითხში ტილერსონმა დასავლეთისგან მხარდაჭერა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით ირანი ატომურ ბომბს დაამზადებს

 



მსგავსი ინფორმაციები