ტრამპის მოხსენებაზე რეაგირება

დონალდ ტრამპის განცხადებებმა  ზოგიერთი ქვეყნების რეაგირება გამოიწვია

810531
ტრამპის მოხსენებაზე რეაგირება

ნიუ-ორკის გაეროს შენობაში, ორგანიზაციის 72-ე გენერალურ ასამბლეაზე, მოხსენებით გამოსული აშშ-ის მე-9-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებმა  ზოგიერთი ქვეყნების რეაგირება გამოიწვია.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ უოლსტრომ BBC- ს ტელევიზიით განცხადებაში, არასწორ დროს, არასწორ მაყურებელთან, მცდარი უწოდა მოხსენებას.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟორჟ არარეზამ, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რეაგირება მოახდინა ტრამპის მოხსენებაზე, სადაც გაკრიტიკებულ იქნა მისი ქვეყანა.

არარეზამ აღნიშნა, რომ ტრამპმა, თავის პირველ მოხსენებაში ისაუბრა ომზე, ქვეყნების განადგურებასა და ემბარგოებზე, ისე, თითქოსდა გენერალური ასამბლეის ლიდერებს მიმართავდა. ეს მსოფლიოსთვის სამწუხარო ინციდენტია.  აღნიშნა, რომ ისინი არ იზიარებენ ტრამპის მუქარებს. რასისტული რიტორიკა კვლავ გამოაცოცხლებს ცივ ომს. ტრამპი, არღვევს საერთაშორისო სამართალს. მას ჰგონია რომ მართავს მსოფლიოს, ამ დროს კი, ვერ მართავს თავის სახელმწიფოსაც კი-განაცხადა  არარეზამ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა Twitter-ის ანგარიშით განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის "უმეცარი და მტრული" განცხადებები არის არა 21-ე საუკუნისთვის, არამედ შუა საუკუნეებისთვის განკუთვნილი და არ იმსახურებს პასუხს. "ირანელებისთვის გამოჩენილი ყალბი თანაგრძნობით ვერ მოატყუებს ვერავის“- განაცხადა მან.

სოციალურ მედიაში გაკრიტიკების თემად იქცა ის, რომ ტრამპი არ შეეხო არაკანელ მუსლიმანებზე განხორციელებულ ძალადობას.   

ტრამპის მოხსენება შეაქო Twitter-ის ანგარიშით ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანიაჰუმ და აღნიშნა, რომ გაეროსთან 30 წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ამგვარი გაბედული გამოსვლა არ უნახია.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #ტრამპი , #მოხსენება , #რეაგირება

მსგავსი ინფორმაციები