საფრანგეთი, ლტოლვილთ ბანაკი

400 ლტოლვილით დასახლებული პუიჰუტიკის ბანაკი, ოპერაციით იქნა დაცლილი

810044
საფრანგეთი, ლტოლვილთ ბანაკი

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კალაის მახლობლად, 400 ლტოლვილით დასახლებული პუიჰუტიკის ბანაკი, ოპერაციით იქნა დაცლილი.

დილის ადრეულ საათებში, 200 პოლიციელის მონაწილეობით დაიწყო ბანაკის დაცლითი სამუშაო და მიმოსვლისთვის გადაიკეტა ბანაკის რეგიონზე გამავალი გზები.

ზაფხულობით, რეგიონის ტყიან რაიონებში შეხიზნული ლტოლვილები, თავიანთი შესაძლებლობებით აშენებენ ნეილონის კარვებს და მიწის საწოლებს. ოპერაციის დროს, აიკრძალა ბანაკში შესვლა და გასვლა. ლტოლვილები, ჟურნალისტების და მოხალისე ქველმოქმედთა თანხლებით ავტობუსებით დააცილეს იქაურობას. გადაიყვანეს სანაპირო ქალაქებში გაშენებულ დროებით თავშესაფრებში.

ლტოლვილებს შორის 56 ბავშვი და დაახლოებით ორმოცამდე ქალია.



მსგავსი ინფორმაციები