ეგვიპტე დიალოგისთვის მზადაა
ეგვიპტე დიალოგისთვის მზადაა

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამიჰ შუქრიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კატარი, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის შეთავაზებას დააკმაყოფილებს, მათი ქვეყანა, კატართან დიალოგისთვის მზადაა. აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე შეხვედრა გამართეს რა, შუქრიმ, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ისნი არავის შიდა პოლიტიკაში არ ერევიან და ანალოგიურს ითხოვენ კატარისგანაც. „თუ კატარი 13 პუნქტიან მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, მაშინ მათთან დიალოგისთვის მზად ვართ,“ განაცხადა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საუდის არაბეთის მეთაურობით ზოგიერთმა არაბულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის 5 ივნისს, კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს, რის საფუძველზეც სპარსეთის ყურის ქვეყნების კრიზისმა იჩინა თავი. აღნიშნულმა ქვეყნებმა კატარს 13 პუნქტიანი შეთავაზება წარუდგინეს რაზეც, კატარმა მისი შესრულება საერთაშორისო კანონმდებლობის შეუსაბამობის გამო უარჰყო.