ჩრდ. კორეა ახალი გამოცდა

ჩრდილოეთ კორეამ, ფხენიანის მიმდებარე ადგილიდან, დილის 06.57 საათზე, გატყორცნა გაურკვეველი რაკეტა

807452
ჩრდ. კორეა ახალი გამოცდა

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „Yonhap“-ის, ქვეყნის გენ-შტაბზე დაყრდნობით განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ, ფხენიანის მიმდებარე ადგილიდან, დილის 06.57 საათებში, გატყორცნა გაურკვეველი რაკეტა, რომელიც იაპონიაზე გადავლით გაემართა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთკენ. გენ-შტაბის ცნობით, ხსენებული რაკეტის სიჩქარე 770 კმ-ს, სივრცეში განვლილი მანძილი კი, 3.700 კმ-ს გაუტოლდა.

ინფორმაციით, ხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაანალიზება მოახდინეს სამხრეთ კორეამ და აშშ-მა.

 სააგენტოების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ადრე გატყორცნილი არც ერთი რაკეტა ასე დიდხანს არ დარჩენილა საჰაერო სივრცეში. როგორც კი, ცნობილი გახდა რაკეტის გატყორცნა, იაპონიამ მოსახლეობას თავშესაფრებისკენ მოუწოდა.

იაპონიის სახელმწიფო მინისტრის იოშიჰიდე სუგას განცხადებით, საშუალო მანძილიანი რაკეტა, ჰოკაიდოს კუნძულის გადაკვეთით დაეცა კუნძულისგან 2.000 კმ-ის მოშორებით, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ, 29 აგვისტოსაც გატყორცნა საშუალო მანძილის Hwasong-12 ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც, იაპონიაზე გადავლით დაეცა წყნარ ოკეანეში.

 ფხენიანმა, 2006 წლის 3 სექტემბრიდან ჩაატარა ყველაზე ძლიერი მეექვსე ბირთვული ტესტი. ამ ტესტირებების შემდეგ, აშშ-ის მხრიდან, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოზე.


საკვანძო სიტყვები: #ჩრდ.კორეა , #ახალი , #სარაკეტო , #ტესტი

მსგავსი ინფორმაციები