გაერო ცხრა წლის შემდეგ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა

გაერო ცხრა წლის შემდეგ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა

806634
გაერო ცხრა წლის შემდეგ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა

გაეროს უშიშროების საბჭო ცხრა წლის შემდეგ, მიანმარის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა რა, აღნიშნა, რომ არაკანში ძალადობა დროულად უნდა დასრულდეს. გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ არაკანელი მუსლიმანების საკითხის განსახილველად დახურული შეხვედრა გამართა. გაეროს, სექტემბრის თვის როტაციულმა თავჯდომარემ და ეთიოპიის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაეროში,  თეკედა ალემუმ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. „გაეროს უშიშროების საბჭომ, მიანმარში არაკანელი მუსლიმანების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამთ და ვგმობთ. არაკანში მიმდინარე ძალადობა დროულად უნდა დასრულდეს. ასევე, მიანმარის მთავრობას მოუწოდებთ, ძალადობა შეაჩეროს და სამოქალაქოების დასაცავად ყველა ზომები მიიღოს,“ განაცხადა ალემუმ. გაეროს უშიშროების საბჭომ, ბანგლადეშის, არაკანელი მუსლიმანებისთვის თავშეფარვის მიცემაც განიხილა და კმაყოფილება გამოთქვა. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ასევე განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, მეთიუ რიკროფტიმ და აღნიშნა, რომ ცხრა წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა საბჭომ მიანმარის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთა. მოანმარში არაკანელი მუსლიმანების მდგომარეობას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერესიც გამოეხმაურა და მომხდარი მიუღებლად შეაფასა რა, მიანმარის მთავრობას მოუწოდა სამხედრო ოპერაციები დაასრულონ და ჰუმანიტარული კორიდორი გახსნან. მიანმარში, არაკანელი მუსლიმანების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო, ბანგლადეშში დღემდე გადასულთა რაოდენობამ 380 ათასს მიაღწია. მიანმარის არმიის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველზე გასული თვის 25 რიცხვიდან დაწყებული  თავდასხმების შედეგად ათასობით  მუსლიმანი იქნა მოკლული. მიანმარის არმიის და ბუდისტი ნაციონალისტების მხრიდან მუსლიმანების 150-ზე მეტი სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. ათი ათასობით მუსლიმანი ჯერ კიდევ ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობს.



მსგავსი ინფორმაციები