შოტლანდიაში ბავშვთა საერთო საფლავი აღმოაჩინეს
შოტლანდიაში Smyllum Park-ის სახელწოდების ბავშვთა სახლის გვერდით საერთო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 400-ზე მეტი ბავშვია დამარხული
805294
შოტლანდიაში Smyllum Park-ის სახელწოდების ბავშვთა სახლის გვერდით საერთო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 400-ზე მეტი ბავშვია დამარხული.
Guardian-ის ინფორმაციით, 1864-1981 წლებში მოქმედ ბავშვთა სახლში 11 ათასზე მეტი ობოლი ბავშვი ცხოვრობდა.
არქივის დოკუმენტების მიხედვით, ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა ტუბერკულოზისა და პნევმონიის მსგავსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.
თუმცა აღმოჩენილი საერთო საფლავი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რის გამოც პოლიციამ ბავშვების მიმართ ცუდო მოპყრობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
2004 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ.