კატალონიელები დამოუკიდებლობას მოითხოვენ

ბარსელონაში ათასობით ადამიანმა კატალონიის „ეროვნულ დღესასწაულ“ დიადას დღეს დამოუკიდებლობისათვის აქცია გამართა

805241
კატალონიელები დამოუკიდებლობას მოითხოვენ

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ათასობით ადამიანმა კატალონიის „ეროვნულ დღესასწაულ“ დიადას დღეს დამოუკიდებლობისათვის აქცია გამართა.

ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის ბოლოს 1714 წელს ბარსელონას ესპანელების მხრიდან დაკავებისა და რეგიონის დამოუკიდებლობის დაკარგვის წლისთავს, კატალონიელები დიადას დღის სახელწოდებით ეროვნულ დღედ აღნიშნავენ.

მადრიდის მიერ აკრძალული დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე 3 კვირით ადრე, ძალის დემონსტრირებისათვის კატალონიელები ამ ისტორიულ მოვლენაზე მინიშნების გაკეთების მიზნით ადგილობრივი დროით 17 საათსა და 14 წუთზე მოედნებზე შეიკრიბნენ.    

2012 წლიდან დღემდე დიადას დღეს ყოველწიურად დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსვლები იმართება. წელს კი ადამიანები 1800 ავტობუსით გაემგზავრნენ ბარსელონაში.

ესპანეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციაში მცხოვრები 7,5 მილიონი კატალონიელის მოსაზრებამ, რომ ქვეყნის მასშტაბით უფრო მდიდრები არიან და უფრო მეტ გადასახადს იხდიან, მადრიდიდან გამოყოფის იდეა წარმოქმნა

კატალონია, რომელიც ბელგიის სიდიდისაა, საკუთარი ენა და კულტურა აქვს. ადგილობრივი ხელისუფლება განათლებისა და ჯანდაცვის მსგავს მნიშვნელოვან საკითხებში ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოკვეთილად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს.   



მსგავსი ინფორმაციები