ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში

მიწისძვრის შემდეგ გარკვეულ ქვეყნებში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა

803208
ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში

მექსიკის სამხრეთით 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს სეისმოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა, ქალაქ პიჯიჯიაპანიდან 123 კილომეტრის დაშორებით, 33 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში, გვატემალაში, ეკვადორში კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში, და ჰონდურასში ცუნამის საშიშროება გამოცხადა. ადგილობრივი დროით 22:49 საათზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მექსიკა , #მიწისძვრა , #ცუნამი

მსგავსი ინფორმაციები