მეიმ და ტრამპმა განიხილა ჩრდ. კორეის საკითხი

ტერეზა მაიმ, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

801805
მეიმ და ტრამპმა განიხილა ჩრდ. კორეის საკითხი

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მაიმ, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საუბარი შეეხო ჩრდილოეთ კორეის უკანასკნელ სარაკეტო ტესტებს და მეიმ აღნიშნა რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი საფრთხეს  უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

საჭიროდ მიიჩნია ჩრდილოეთ კორეის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ინციდენტების დასრულებისთვის მკაფიო გზავნილი გაავრცელოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.  მეიმ, აიღო ვალდებულება, რომ ამ ქვეყნისთვის ემბარგოს მომცველი ეკონომიკური ზეწოლისთვის, თანამშრომლობას დაამყარებს აშშ-თან და საერთაშორისო პარტნიორებთან. მან მნიშვნელოვნად მიიჩნია გაეროს უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი ღონისძიებების გატარებისთვის მიღებული შეთანხმება, რომელიც განაგრძობს მყარ საერთაშორისო ხმად გადაქცევას.

განცხადების თანახმად, მეი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ჩინეთმა.



მსგავსი ინფორმაციები