ჩინეთი კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლას და ქაოსს არასდროს დაუშვებს
ჩინეთი კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლას და ქაოსს არასდროს დაუშვებს

გაერო-ში, ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლიუ შიეიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის გამო, ჩინეთი, კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლის და ქაოსის უფლებას არავის მისცემს. გაეროს უშიშროების საბჭო გუშინ აშშ-ს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის და სამხრეთ კორეის მოწვევით საგანგებოდ შეიკრიბა რათა, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის და საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდა განეხილათ. ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა რა, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლის და ქაოსის უფლებას არავის მისცემს. გუშინ საგანგებოდ შეკრებილ გაეროს უშიშროების საბჭოზე, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი, ნიკი ჰეილიც გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ომის დასაწყებად იხვეწება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო პარტნიორობის მქონე ქვეყნების ეკონომიკაზე ამის შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. გუშინდელ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზიაც გამოვიდა სიტყვით და რეგიონში მშვიდობის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება რა, კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. გუშინდელ სხდომაზე სხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებიც გამოვიდნენ სიტყვით, რა ჩრდილოეთ კორეის ქმედება მიუღებლად შეაფასეს და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
მსგავსი ინფორმაციები

„უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ სახელწოდების პანელი ნიდერლანდებში
„უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ სახელწოდების პანელი ნიდერლანდებში