თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 35/ 2017

პაკისტანში, ბიუროკრატიული ინტერვენცია   ნავაზ შერიფზე

799830
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 35/ 2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 35/ 2017

პაკისტანში, ბიუროკრატიული ინტერვენცია   ნავაზ შერიფზე.

ამ ცოტა ხნის წინ, პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა პრემიერ მინისტრი ნავაზ შერიფი.

ამ პროგრამაში, გავაანალიზებთ პაკისტანში განვითარებულ მოვლენებს და მის ზეგავლენას რეგიონზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

პაკისტანში 5 წევრიანმა საკონსტიტუციაო სასამართლომ 2017 წლის 28 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გაანთავისუფლა პრემიერი ნავაზ შერიფი.    ამით, პაკისტანში აქამდე მოსული 17 პრემიერ მინისტრის შემდეგ, 5 წლიანი მისიის დასრულებამდე  მე-18-ეც გახდა იძულებული მიატოვოს თანამდებობა.  შერიფი არის, პაკისტანის რიგით მეორე უდიდესი კომპანიის, „İttifak Holding“-ის პატრონი და შერიფის ოჯახის წევრი. იგი დაიბადა 1949 წელს ლაჰორში. განათლება მიიღო ლაჰორეს და ფენჯაფის უნივერსიტეტებში. მაგისტრის ხარისხი აქვს იურდიული განხრით. შერიფი, პირველად პრემიერ მინისტრობას ეწეოდა 1990 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 18 ივლისამდე, მეორედ, 1997 წლის 17 თებერვლიდან-1999 წლის 12 ოქტომბრამდე. 2013 წლის 5 ივნისს მესამედ გახდა პაკისტანის პრემიერ მინისტრი. ძნელია პაკისტანის პოლიტიკის გააზრება და შეფასება, იმიტომ, რომ პაკისტანის პოლიტიკას რთული სტრუქტურა გააჩნია.

ეს სირთულე  მეტ-წილად წარმოიქმნება პოსტ-კოლონიურ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური სტრუქტურების და გამჭვირვალე პოლიტიკური ინსტიტუტების არარსებობით და კიდევ იმით, რომ ხშირად სამოქალაქო პოლიტიკა ექცევა არმიის და ბიუროკრატიის დიდი როლის ჩრდილში. პაკისტანის პოლიტიკის ძირითად თავისებურებად ითვლება- მაღალჩინოსანი თანამდებობის პირების, უფროსი ბიუროკრატების, ბიზნეს ელიტების, სასამართლო წევრების არსებობა და სასულიერო პირების შემადგენლობის ბიუროკრატიული წესრიგის გავლენიანიანობა.

      პანამის მტკიცებულებებმა, პაკისტანის ბიუროკრატიას საშუალება მისცა, ჩიხში მოაქციოს ხელისუფლება.

ვიკილევსკიზე უფრო ყოვლის მომცველად შეფასებულმა პანამის მტკიცებულებებმა, მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა გამოხმაურება.  ამ დოკუმენტებმა გავლენა იქონია არგენტინის პრეზიდენტ მაურიკო მაკრის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მსგავს ყოფილ, ანდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ 12 პრეზიდენტზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ ში ჯიმპინგის ცოლის ძმასა და პაკისტანის პრემიერ ნავაზ შერიფზე.

შერიფის ახლო ნათესავებს ბრალი ედებათ გადასახადების გადაუხდელობაში და კორუფციის აქტივების ოფშორულ ანგარიშებზე  შენახვაში. პანამის დოკუმენტებმა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ღრმად მოიცვა პაკისტანის პოლიტიკა. საკამათოა საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნილი საქმეც. შერიფ ზიაულ ჰაკის ინიციატივით ძალაში შესული პაკისტანის კონსტიტუციის 62-ე მუხლის 1/F პუნქტის დებულების შესაბამისად, პოლიტიკური აკრძალვით იქნა შერიფი დასჯილი.  იმის გამო, რომ ხსენებული პუნქტი პიროვნებას, არ მიიჩნევს სანდოდ და პატიოსნად,  ეროვნული ანდა რეგიონალური საბჭოს წევრობიდან ათავისუფლებს მას. სინამდვილეში, შერიფი უშაუალოდ არ არის დაკავშირებული პანამის დოკუმენტთან. მაგრამ იმის გამო, რომ მისი შვილები არიან მასთან დაკავშირებულნი, ბრალდებამ გავლენა იქონია შერიფზეც. საკონსტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, პოლიტიკა აეკრძალა შერიფს, სამ შვილს, სიძეს და მის ახლო ნათესავს, ფინანსთა მინისტრს, ისჰაკ დარას.  ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ ნება დართო პაკისტანის ანტიკორუფციული ერთეულს, ეროვნული ანგარიშვალდებულების ბიუროს, გამოძიება დაიწყოს ნევაზის და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

      საზოგადოებრიობაში გავრცელდა იდეა, რომ პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს თაჰირ კადრის ორგანიზაცია.   საინტერესო მსგავსება არსებობს პაკისტანის თაჰირ კადრის და ფეტოს ტერ-ორგანიზაციებს შორის. თაჰირ კადრი თავს შეიჰულ ისლამად წარმოადგენს. გააჩნია სკოლები, საზოგადოება და არის პოლიტიკური ფიგურა. წლების განმავლობაში ჰოჯობა გაუწევია მეჩეთებში. ქადაგების შემდეგ, დასახლებულა კანადაში და სამშობლოში თავის მხარდამჭერების მეშვეობით დაუწყვია ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა. იმამის მორწმუნე სასულიერო საზოგადოების (ჯემაათი) ლიდერის თაჰირ კადრის ცნობით, იმის გამო, რომ სამშობლოში სანდოდ არ მიიჩნევს თავს,  კანადაში ცხოვრობს. ქადრი, არავითარ პატივისცემას არ გამოხატავს რა არჩევნებისადმი, 2014 წელში ქუჩებში გაიწვია თავის მხარდამჭერები. მოვლენებმა სიკვდილიანობა გამოიწვია. ქადრი, რომელიც კულტურათაშორისო დიალოგის ფილოსოფიას ფლობს და ქადაგებს, მიზნად ისახავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გაფართოებას და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერასაც პოულობს. ისიც გამოითქმება, რომ იმამის მორწმუნე სასულიერო საზოგადოების (ჯემაათ) უფლებამოსილები, დიდი პატივით სარგებლობენ და ეფექტურნი არიან სამართალდამცავ ორგანოებში.   

      ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი პაკისტანის მოვლენების უკან იმალება თუ არა თაჰირ ქადრი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პაკისტანში დღეს ბიუროკრატიული წესრიგის ძალა და გავლენა დიდ პრობლემას წარმოადგენს სისტემაში და ეს პრობლემა განაგრძობს არსებობას, იმიტომ, რომ პოლიტიკურ სისტემაში იგი პოულობს შესაბამის ატმოსფეროს. პაკისტანის პოლიტიკურ სისტემაში ინტერვენციას ხელს უწყობს სახელმწიფოში მუდმივად მზარდი კლასის უთანასწორობა, გამჭვირვალების არ ქონა, არმიაზე სამოქალაქო კონტროლის არ არსებობა, სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტების და ფესვგადგმული დემოკრატიის უქონლობა.

      თურქეთის ურთიერთობა პაკისტანთან დაიწყო 1947 წლის 14 აგვისტოს, მჭიდრო მეგობრობისა და ძმობის საფუძველზე. 2017 წელში, თურქეთ-პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 70-ე წლისთავის კონტექსტში, ორივე სახელმწიფოში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. უდავოა, რომ პაკისტანის პრობლემების მოგვარება, შემდგომში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები