ინგლისის პრემიერის განცხადება

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის ტესტირება ეს არის უკანონო და მნიშვნელოვანი პროვოკაციული ქმედება

798939
ინგლისის პრემიერის განცხადება

ოფიციალურ ვიზიტად იაპონიაში წასვლისას, ინგლისის პრემიერმა ტერეზა მაიმ თვითმფრინავში განცხადება გაავრცელა ჟურნალისტებისთვის. აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის ტესტირება ეს არის უკანონო და მნიშვნელოვანი პროვოკაციული ქმედება. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედება, ინგლისი საერთაშორისო პარტნიორებთან ზეწოლას მოახდენს ჩრდილოეთ კორეაზე.  მაიმ გაიხსენა ჰამბურგის G20-თა სამიტზე ჩინეთის სახელმწიფო მეთაურ ში ჟიმპინგთან, ჩრდილოეთ კორეის საკითხის განხილვა და დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის საკითხში, ჩინეთი ასრულებს კლიტის მოვალეობას და იმისათვის, რომ ჩინეთმა საკითხის გადაწყვეტისთვის გააკეთოს რაც საჭიროა, ხელს უწყობენ მას.

მაიმ, იაპონიაში დაგეგმილ სამ დღიან ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე აღნიშნა, რომ ინგლისის, აზიაში ყველაზე ახლო უსაფრთხოების პარტნიორ იაპონიასთან, დღის წესრიგში ჩააყენებენ  კიბერ უსაფრთხოებას, ანტიტერორისტულ და თავდაცვით საკითხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად უფრო დაუცველი ხდება-თქვა მეიმ.



მსგავსი ინფორმაციები