ბელგიის სამხედროები ქვეყანაში პატრულირებას 2020 წლამდე გააგრძელებენ

ბელგიის სამხედროები ქვეყანაში პატრულირებას 2020 წლამდე გააგრძელებენ

798114
ბელგიის სამხედროები ქვეყანაში პატრულირებას 2020 წლამდე გააგრძელებენ

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, გასულ წელს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ქვეყნის სამხედროებისგან დაწყებული პატრულირების ვადა გაგრძელდა. ქვეყნის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის, მარკ თესის განცხადებით, „ოპერაცია სამშობლოს“ ვადა 2020 წლამდე იქნა გაგრძელებული. სამხედროები ამ ყველაფრისთვის შესაბამის წვრთნებსაც გაივლიან. მისივე განცხადებით, სამხედროებმა სტრატეგიული ობიექტების დაცვის დროს მეტი უნდა იმოძრაონ, ვიდრე დაკავდნენ მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაცვის ფუნქციით.  ბრიუსელში 2016 წლის 22 მარტს, მეტროსა და აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 270 კი დაშავდა. თავდასხმა საკუთარ თავზე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები