თურქები, ტრამპზე მეტად ენდობიან პუტინს

36 სახელმწიფოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მეტად ენდობიან რუსეთის პრეზიდენტს ვლ. პუტინს

791938
თურქები, ტრამპზე მეტად ენდობიან პუტინს

თურქები, ტრამპზე მეტად ენდობიან პუტინს. აშშ-ს დაფუძნებული კვლევითი ცენტრის გამოკვლევით, 36 სახელმწიფოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მეტად ენდობიან რუსეთის პრეზიდენტს ვლ. პუტინს. მათ შორის არის თურქეთიც. ქვეყნებს შორის, რომლებიც უფრო მეტად ენდობიან პუტინს, პირველობას იჩემებს  საბერძნეთი და ლიბანი. ამ სახელმწიფოებში პუტინმა მოიპოვა ხმების 31 %-ი, ვიეტნამში კი, 21 %-ი. ამ სახელმწიფოებში, ორივე ლიდერი დიდ მხარდაჭერას პოულობს.

ვიეტნამელების 79-ი ენდობა პუტინს, 58 %-ი ტრამპს.

საყურადღებოა ისიც, რომ პუტინი, აშშ-ის მოკავშირე ზოგიერთ სახელმწიფოებშიც კი, ტრამპზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.

გერმანიაში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პუტინისადმი  ნდობას აცხადებს 25 %-ი ტრამპს კი, 11 %-ი.

სამხრეთ კორეაში ასეთი მაჩვენებლებია: პუტინი 27 და ტრამპი 17, საფრანგეთში 18 და14, იაპონიაში 28 და 24, იტალიაში კი, 26 და 25 %-ი.

ის სახელმწიფო კი, რომელიც ყველაზე ცოტა ენდობა ორივე ლიდერს არის ესპანეთი. პუტინს ენდობა-7 %-ი, ტრამპს კი 5 %-ი.

ინგლისში, ავსტრალიასა და კანადაში ტრამპი მცირე სხვაობით წინ არის. ერთადერთი სახელმწიფოა ისრაელი, სადაც ტრამპისადმი ნდობა პუტინზე დიდი სხვაობით (28 %) წინ არის.


საკვანძო სიტყვები: #თურქები , #პუტინი , #ტრამპი , #ნდობა

მსგავსი ინფორმაციები