ჟოზეფ დუნფორდი ეწვევა სამხრეთ კორეას

აშშ-ის გენ-შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი ეწვევა სამხრეთ კორეას და პულსს გაუსინჯავს რეგიონს

789491
ჟოზეფ დუნფორდი ეწვევა სამხრეთ კორეას

რადიო ამერიკის ხმის (Voice Of Americ) ინფორმაციით, აშშ-ის გენ-შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი ეწვევა სამხრეთ კორეას და პულსს გაუსინჯავს რეგიონს. წასვლის წინ, დუნფორდმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამხედროების უპირატესობად ითვლება     კორეის ნახევარკუნძულის განიარაღებისთვის ხელისუფლების დიპლომატიური და ეკონომიკური მცდელობისთვის მხარდაჭერა. ძალისხმევის წარუმატებლობის შესაძლებლობის წინააღმდეგ კი, მზად ყოფნაში უნდა იყვნენ სამხედრო არჩევანისთვის.

დუნფორდმა განაცხადა, რომ რეგიონში ვიზიტის მიზანია მოკავშირე სამხრეთ კორეის და იაპონიისთვის ნდობის გამოცხადება და დამშვიდება, ჩინეთთან კი, გაუგებრობების უგულებელყოფის მიზნით სამხედრო თანამშრომლობის დამყარება.

მათი სურვილია ამ მდგომარეობიდან უომრად გამოსვლა. დუნფორდმა გამოკვეთა, რომ მიუღებელია ისეთი სამყარო, რომელშიც, ბირთვული იარაღებით დააშინებს პიონგიანგი აშშ-ს და მის მოკავშირეებს.

ამავდროულად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) პრეზიდენტმა პომპეომ, კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლო ხანებში, ბირთვული ომის მაგვარი არავითარი საშიშროება არ არსებობს ჩრდ. კორეასთან.

ამერიკული ტელევიზიის Fox-ისთვის განცხადებაში, კითხვაზე:-„რამდენად ახლოა ჩრდ. კორეა აშშ-ზე თავდასხმისთვის ბირთვული იარაღების განვითარებისთვის?“ მიკე პომპეომ უპასუხა:-„ძალიან ახლოს არიან და ამ მიზნისთვის მისაღწევად შემაშფოთებელი სახით ისწრაფვიან“.



მსგავსი ინფორმაციები