აქტუალური თემის ანალიზი 33
გერმანიის ლუმპენური პოლიტიკა
ცნობილია, რომ გერმანია და თურქეთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოკავშირეებს წარმოადგენენ და პირველ მსოფლიო ომში ერთ ბლოკშიც შედიოდნენ. ამ ბოლო დრომდე ორ ქვეყანას შორის კეთილი და მეგობრული ურთიერთობები სუფევდა, მაგრამ, თურქეთში 16 აპრილის რეფერენდუმის წინ გერმანიაში მძლავრი ანტი თურქული და ანტი ერდოღანისეული შავი პროპაგანდა დაიწყო, რაც სამწუხაროდ დღესაც კი გრძელდება და ამან ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაზარდა.
ასე რომ, გერმანიაში ვინც გინდა ის იყოს, მემარცხენე, მემარჯვენე, ქრისტიან-დემოკრატი, მწვანე თუ სხვა, ყველა თურქეთის რესპუბლიკის და მისი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულ შავ პიარს უერთდება, რაც ხშირად შეურაცხყოფის კამპანიაში გადადის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გერმანია დღეს ერდოღანს და თურქეთს არ აძლევს იმდენ მნიშვნელობას, რამდენსაც აძლევს ტერორისტებს
დიახ, დაარსებიდან დაწყებული დღემდე, ამ 40 წლის განმავლობაში ქურთულმა ტერ ორგანიზაცია პკკ-ამ 50 ათასამდე თურქი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს და მათ შორის მრავლად არიან ქალებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ტერ ორგანიზაციის მრავალი მაღალჩინოსანი თუ წევრი ათწლეულებია რაც სწორედ გერმანიას აფარებს თავს და მიუხედავად იმისა, რომ გერმანია პკკ-ას ოფიციალურად ტერორისტულად აღიარებს, მათ მიტინგებისა თუ დემონსტრაციების ჩატარების უფლებასაც კი აძლევს, როცა გერმანიაში ვიზიტად ჩასულ თურქ მინისტრებს თუ პარლამენტარებს ეკრძალებათ თურქულ დიასპორასთან უბრალო შეხვედრის გამართვაც კი. ამით კი გერმანია ეთიკურ ნორმებსაც არღვევს და დიპლომატიურ წესებსაც
თითქოსდა პკკ-ას მფარველობა არ კმაროდა, ბერლინმა ფეტოელების დაცვაც დაიწყო. გასული წლის 15 ივლისს აშშ-ს პენსილვანიის შტატში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის მოძრაობის წევრებმა სამხედრო გადატრიალებით სცადეს თურქეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლა, რომლის დროსაც 250-მდე კაცი დაიღუპა, 2 ათასამდე დაიჭრა, მაგრამ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ანკარის რისხვას გაქცეულებმა ისევ გერმანიას შეაფარეს რა თავი, ანკარის მრავალჯერადი ოფიციალური თხოვნის მიუხედავად, არც ამ უკანასკნელების და არც პკკ-ას წევრების ექსტრადაციას არ ახდენს. ე.ი. გერმანია თურქეთში კაცის მკვლელების თავშესაფარი გახდა.
გერმანია და თურქეთი ნატოს მოკავშირე ქვეყნებსაც წარმოადგენენ და ორი ქვეყნის სამხედროები მრავალ ერთობლივ პროგრამებშიც მონაწილეობენ. სამწუხაროდ ამასაც ივიწყებენ ანგელა მერქელის თავჯდომარეობით ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნები და ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტი თურქულ პროპაგანდებში.
მოკლედ, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, დემოკრატიაში, სოციოლოგიაში ტრადიციების შემქმნელმა გერმანიამ და მისმა ხელისუფლებამ თურქეთის მიმართ არასწორი და მცდარი პოლიტიკა აირჩია, რაც თურქეთმა თავისუფლად შეიძლება მოკავშირის ღალატად აღიქვას.
წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორ შეიძლება ასეთი ღალატი ჩაიდინოს მაქს ვებერის, როზა ლუქსემბურგის, ფრიდრიხ შილლერის, მარქსის, ენგელსის, ჰეგელის, გოეთეს, ნიცშეს, ფოიერბახის, ე.ი. დასავლური ფილოსოფიის სამშობლოდ აღიარებულმა ქვეყანამ. დღევანდელი თურქეთის გადასახედიდან ისიც საკვირველია, თუ როგორ შობა ამ მიწამ ბეთხოვენი, ბახი, ჰანდელი, მოცარტი და ა.შ.
სოციალ-დემოკრატების აზროვნების ცენტრიც ხომ სწორედ გერმანიაა და ეს სკოლა დააგვირგვინეს ისეთმა პოლიტიკოსებმა, როგორებიც იყვნენ ვილი ბრანდტი, ჰელმუტ კოლი, გერჰარდ შროიდერი და ა.შ. ეს უკანასკნელი დღესაც კი მიმართულებას აძლევს მსოფლიო პოლიტიკას
რაც შეეხება სამხედრო ტრადიციას, ალბათ თურქების შემდეგ გერმანელებს გააჩნიათ ყველაზე მრავალი ცნობილი სამხედრო მეთაური და სარდალი. გერმანული ბურჟუაზიაც მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე უძველესს წარმოადგენს. და აი აქ ლოგიკური კითხვა იბადება. ასეთი მდიდარი სოციოლოგიური ტრადიციებით მდიდარი გერმანია დღეს რატომ წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკაში სუსტს და არა შორს მჭვრეტელს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გადავხედოთ გერმანული პოლიტიკის არც თუ ისე შორეულ წარსულს:
როცა ჰელმუტ კოლის დროს ორი გერმანიის შეერთება მოხდა, საბაზრო ეკონომიკაში გამოცდილების არ მქონე აღმოსავლელმა გერმანელებმა სახელმწიფოს და პოლიტიკის მმართველობაში სწრაფი მონაწილეობა დაიწყეს. როგორც ცნობილია, კომუნისტური რეჟიმი უკლასო საზოგადოების შექმნას ცდილობდა და ამიტომ ადამიანებს თავის წარსულთან და სოციალურ-კულტურულ ფესვებთან კავშირების გაწყვეტას აიძულებდნენ.
უკლასო საზოგადოებას მარქსი ლუმპენებისგან შექმნაზე ოცნებობდა და სწორედ ამას ისახავდა მისი კომუნისტური იდეოლოგია, ე.ი. ისეთი ადამიანის შექმნას, რომელიც არც ერთი კლასის წარმომადგენელი არ იქნებოდა. მოკლედ, გაერთიანებული ახალი გერმანული სახელმწიფოს ყველა ფენაში კომუნისტური განათლების მქონე ადამიანები დასაქმდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გერმანულმა სახელმწიფომ გარსი შეიცვალა
მერქელის ხელისუფლებას თუ მის წინა კანცლერის, გერჰარდ შროიდერის ხელისუფლებასთან შევადარებთ, აქაც უფსკრულს ვნახავთ, რადგან, შროიდერი ქვეყანას დიდი რეპუტაციით და სახელმწიფო გაგებით მართავდა, ე.ი. კოლის ტრადიციებს აგრძელებდა, რისგანაც სამწუხაროდ ძალზედ შორს დგას მერკელის ხელისუფლება და იგი ქურთი ტერორისტების და ფეტოელების სათამაშო გახდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მერქელის გერმანია ლუმპენი გახდა, რადგან, მას მართავენ 70-80-იან წლებში დასავლეთში პოპულარული მემარცხენე კულტურის მქონე, ე.წ. “უფესვო“ ადამიანები.
აი სწორედ ასეთ მემარცხენე კულტურაზე აღზრდილი მერქელი და მისი ამალა თვალებს ხუჭავენ მემარცხენე ტერორისტების, ამ შემთხვევაში ქურთი სეპარატისტების და ფეტოელების ძალადობებზე, სწორედ ამ იდეოლოგიის გამოა, რომ დღევანდელი გერმანიის ხელისუფლება თავშესაფარს აძლევს თურქეთის მტერ მემარცხენე მოძრაობას და მათ არა ტერორისტებად, არამედ რევოლუციონერებადაც კი მოიხსენიებენ. ეს კი მეორეს მხრივ ტერორისტების მხრიდან “კაცთა კვლას“ ლეგიტიმურ სახეს უქმნის, რაც ლუმპენობის კიდევ ერთი მახასიათებელია. დადგა დრო, რათა გერმანია განთავისუფლდეს ამ ლუმპენური აზროვნებისგანაც და მართვისგანაც და ალბათ მომავალ არჩევნებში გერმანელი ამომრჩეველი სამართლიან არჩევანს გააკეთებს, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს