ტრამპიც დაემუქრა ფხენიანს
“მათ თავსა დავატეხთ იმას, რაც მათ აქამდე არ გაუგონიათ“
აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას შორის მუქარის დიალოგი გრძელდება. ეროვნული უსაფრთხოების შეკრების დასრულების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და შეფასება მისცა რა ფხენიანის მუქარებს ამერიკაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ, მათ უგუნური და აბსურდული უწოდა. მისივე თქმით ფხენიანის წინააღმდეგ ამის შემდეგ ისიც უფრო მკაცრ ტონს და გამოთქმებს გამოიყენებს, თუმცა დიალოგისათვის კარებს მთლად არ დახურავს. “25 წელია რაც ამ ქვეყანასთან უშედეგო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დადგა დრო, რათა ჩრდილოეთ კორეელმა ხალხმა მოისვენოს. თუ ისინი ჩვენზე, ჩვენს მეგობრებზე, ან მოკავშირეებზე რაიმე თავდასხმას განიზრახავენ, მაშინ ნამდვილად გაუჩნდებათ დიდი შეშფოთების მიზეზი და მასში მართლებიც იქნებიან, რადგან, მათ თავსა დავატეხთ იმას, რაც მათ აქამდე არ გაუგონიათ“,ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა